ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვაშლოვანი


(ქც 4: 179,5; 250,5,10,14,19,20). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 179,5; 250,5,10,14,19,20), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 55,16), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 273,20; 311,7; 312,20,21; 313,7,9,12,14,17,18,22,23), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 113), „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 187, 478, 493).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „ანდგა გუზან წარიტაცა ტაო, კარი, ვაშლოვანი და ციხენი მრავალნი“ ქც 4: 179,4,5).

ვაშლოვანის ზუსტი ლოკალიზება არ ხერხდება. სავარაუდოდ, ვაშლოვანი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ მოხსენიებული ხანძორეთია (ბერძენიშვილი 1960: 100; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 594). ზოგი მას აიგივებს სპერთან (ინგოროყვა 1959: 366, 537, 539). ხანძორეთიც და სპერიც ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

წყაროებში ვაშლოვანი პირველად XII ს-ის დასასრულისა და XIII ს-ის დასაწყისისათვის იხსენიება (ქც 2: 55,16). XIII ს-ის პირველ ნახევარში თორის შემადგენლობაშია. იმავე საუკუნის 80-იან წლებში ბექა ჯაყელმა სამცხის სამთავროს შეუერთა (ბერძენიშვილი 1985: 49). XIII ს-ის მიწურულს სამცხის მთავარმა ბექამ ვაშლოვანთან თურქები დაამარცხა (ქც 4: 250,5). ვაშლოვანიდან და ბორჯომიდან მომავალი გზები შეიყრებოდა სალის ციხესთან. ამ საციხისთაო ერთეულის ცენტრი უნდა ყოფილიყო ვაშლოვანის მონასტერი (ბერძენიშვილი 1985: 22, 45).

ვაშლოვანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ამავე სახელწოდების სოფლები ცნობილია: დუშეთის მუნიც-ში (მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ჭართლის მახლობლად); ახალგორის მუნიც-ში (მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირზე, ახალგორიდან 4 კმ-ის დაშორებით); ხულოს მუნიც-ში (მდ. აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე ბათუმ-ახალციხის გზაზე, ხულოდან 5 კმ-ის დაშორებით); გაგრის ტერიტორიაზე და თეთრიწყაროს მუნიც-ში.

თეთრიწყაროს მუნიც-ის სოფ. ვაშლოვანი მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ერტისის აღმოსავლეთითა და კუმისის დასავლეთით (ლორთქიფანიძე 1936: 309).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 367,9, 511,3), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“, (ორბელიანი 1981: 98), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47), გვიანი შუა საუკუნეების ქართული ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 88; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 48, 327), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 67, 239).

1570 წ. სპარსთა ლაშქარი ჩუმად შემოვიდა საქართველოში, რადგან ხუნანი, ვაშლოვანი და თელეთები აოხრებული იყო (ქც 2: 367,9, 511,3). თბილისიდან ქვემო ქართლისაკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა კოჯრის კარიდან ტაბახმელამდე მიდიოდა, აქ გაიყრებოდა, ვაშლოვანისკენ დაუხვევდა და ფარცხისისაკენ მიემართებოდა ასურეთ-ენაგეთზე გავლით (ბერძენიშვილი 1966: 73).

თეთრიწყაროს მუნიც-ში მდებარე ვაშლოვანის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 47; ბერძენიშვილი 1960: 100; 1964: 317; 1966: 73; ბერძენიშვილი 1975: 119; 1985: 21, 22, 45, 49, 106; გიულდენშტედტი 1962: 67, 239; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 187, 478, 493, 594; დადიანი 1962: 113; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 48, 327; ინგოროყვა 1959: 366, 537, 539; ლორთქიფანიძე 1936: 309; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 88; ორბელიანი 1981: 98; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 166; სიხარულიძე 1964: 115, 131, 166; ქც 2: 55,16, 273,20, 311,7, 312,20,21, 313,7,9,12,14,17,18,22,23, 367,9, 511,3; ქც 4: 179,5; 250,5,10,14,19,20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9