ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვახანი


(ქც 4: 758,22,23; 891,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 758,22,23; 891,3), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 59), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 17), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 107), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 73, 100), იასე ბარათაშვილის „ცხოვრება ანდერძი“ (ბარათაშვილი 1950: 14, 105), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 88; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 161, 242, 255, 258, 259, 267, 269, 273, 275, 287, 295; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 106, 108; ისტ. დოკ. 1958: 118; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 453, 671, 758; ქრონიკები 1967: 630, 635, 636), ალექსი იევლევის იმერეთის სამეფოში ელჩობის „მუხლობრივი აღწერილობა“ (იევლევი 1969: 86, 166), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 7, 175, 309; 1964: 183).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ჩხერს ზეით არს გზა ქართლს მიმავალი, მოსაკიდელი სივიწროვისათვის წოდებული, ვახანამდის. მოსაკიდელს ზეით ერთვის ჩხერიმელას ვახანის ხევი ... ვახანს არს ციხე კარგი“ (ქც 4: 758,21-24).

მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ში, მდ. ვახანისწყლის მარჯვენა მხარეს, სოფ. ვახანის ტერიტორიაზე (გიულდენშტედტი 1964: 183; ბერაძე, ცქიტიშვილი 1971: 49).

წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-ში (იევლევი 1968: 86, 166). XVII-XVIII სს-ში ქართლ-იმერეთს შორის პოლიტიკური საზღვრის ხშირი ცვალებადობის გამო ხან იმერეთის, ხან კი ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია (ბერაძე, ცქიტიშვილი 1971: 48, 49, 51; ბერძენიშვილი 1971: 14). ვახანი და ვახანის ციხე აბაშიძეთა საკუთრებაა (ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1971: 143). 1785 წ. ხუნძახის გამგებელმა ომარ-ხანმა აიღო ვახანის ციხე (ქრონიკები 1967: 630; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 161).

ვახანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

XV-XVI სს-ის ვახანის ციხე ნაშენია ტლანქად დამუშავებული ქვით. გეგმით კუთხეებმომრგვალებული მართკუთხედია. ერთადერთი კვადრატული კოშკი ციხის ზურგის კედელს ებჯინება (ბერიძე 1983: 104, 105). ციხის შინგით ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დარბაზული მცირე ზომის ეკლესიაა.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 59; ბაგრატიონი 1986: 45; ბარათაშვილი 1950: 14, 15; ბაგრატიონი დავით 1941: 17; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 107; ბერაძე, ცქიტიშვილი 1971: 49-51; ბერიძე 1983: 104, 105; ბერძენიშვილი 1971: 13, 14; ბერძენიშვილი 1966: 87; ბოჭორიძე 1995: 249, 256; გვრიტიშვილი 1955: 379; გიუდენშტედტი 1962: 7, 179, 309; 1964: 183; იევლევი 1969: 86, 166; ისტ. დოკ. 1958: 118; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 88; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 106, 108; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 161, 242, 255, 258, 259, 267, 269, 273, 275, 287, 295; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 453, 671, 758; ქრონიკები 1967: 630, 635, 636; ქც 4: 758,22,23; 891,3; ხერხეულიძე 1989: 73, 100.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9