ვა ვე
ველ ვერ ვეჭ ვეჯ

ველისციხე


(ქც 4: 197,28; 545, სქ. 5; 546,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 197,28; 545, სქ. 5, 546,3), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 201,4), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 155,16), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 66, 86), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 132), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 49, 114, 139, 164; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 409; 1981: 282, 693; 1985: 34, 91, 219, 464, 474, 572; ქართლ-კახეთის ... 1903: 258; გუჯრები 1891: 101; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 148; 1974: 102, 128, 129, 148; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 117, 188, 269; საქ. სიძ. 1910: 296, 319, 339, 367, 384; ქრონიკები 1967: 471, 625), ლევონდის „ისტორია“ (ლევონდი 1971: 464-495), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 29, 41, 43, 261).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: ჭერმის „წყალსა ზედა არს, ალაზნის დასავლით, ველსა ზედა, ველის ციხე, და აწ უქმი“ (ქც 4:546,2-4).

მდებარეობს გურჯაანის მუნიც-ში, მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკად ჭერმისწყლის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ველისციხის ტერიტორიაზე.

პირველად იხსენიება ვახტანგ გორგასლის (V ს-ის მეორე ნახ.) ირანის წინააღმდეგ ბრძოლებთან დაკავშირებით (ქც 1: 204,1). 764 წ. ის ხაზარებმა დაარბიეს (ლევონდი 1971: 483). 1757 წ. შედიოდა ჭერმის საეპისკოპოსოში, შემდეგ ალავერდელს გადაეცა (გუჯრები 1891: 101; პაპუაშვილი 1970: 147). 1797 წ. გადაწვა ომარ-ხანმა (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 25). XVIII ს-ში დარეჯან დედოფლის საკუთრებაა (აქტები ... 1866: 207). ველისციხე „ველიცხე“-ს სახელითაც იხსენიება (მუსხელიშვილი 1980: 173).

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ველისციხიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს 2 სატევრისპირი, მასრაგახსნილი შუბისპირი, ბუნიკი, ეჟვანი, სატევრის ტარის ე. წ. დაფანჯრული ქუდი, 17 ოთხკუთხა და მრგვალგანივკვეთიანი, თავგახსნილი და თავებგადასული სამაჯური. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (არქ. მას. კატ. 1955: 78).

ველისციხის ცენტრში მდებარეობს „ყველაწმიდის“ VI ს-ის სამეკლესიანი ბაზილიკა, აგებული რიყის ქვითა და აგურით. აქვს ნალისებური აფსიდა და გარშემოსავლელი სამი მხრიდან. შესასვლელი დასავლეთიდანაა. გადაკეთებულია XVII და XIX სს-ში. ეკლესიასთან ახლოს რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლეა. შემორჩენილია გარეთა კიბისა და კოშკის ფრაგმენტები. თარიღდება IX ს-ით (ჩუბინაშვილი 1959: 153, 154, 542; ჭილაშვილი 1968: 117, 118).
 
ბიბლიოგრაფია: აქტები ... 1866: 195, 207, 214, 222, 291, 303, 472; არქ. მას. კატ. 1955: 78; ბაგრატიონი 1986: 66; ბაგრატიონი 1983: 66, 86; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 132; ბარნაველი 1959: 46, 193; გიულდენშტედტი 1962: 29, 41, 43, 261; გუჯრები 1891: 101; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 117, 188, 269; ლევონდი 1971: 483; ლომთათიძე 1979: 513; მუსხელიშვილი 1977: 173, 176, 186, 194; 1980: 35, 36, 67, 100, 109, 120, 121, 123; პაპუაშვილი 1970: 147, 178, 196; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 148; 1974: 102, 128, 129, 148; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 49, 114, 139, 164; საქ. სიძ. 1910: 296, 319, 339, 367, 384; 1920: 165; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 409; 1981: 282, 693; 1985: 34, 91, 219, 283, 429, 464, 474, 572; ქართლ-კახეთის ... 1903: 258; ქრონიკები 1967: 471, 625; ქც 1: 204,1; ქც 2: 155,16; ქც 4: 197,28; 545, სქ. 5; 546,3; ჩუბინაშვილი 1959: 153, 154, 542; ჭილაშვილი 1968: 116-118.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9