ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზად ზან ზარ

ზადენი

ციხე (ქც 1: 29,3),
მთა (ქც 1: 112,14; 208,20; ქც 4: 87,7; 535,18),
კერპი (ქც 1: 85,13; 106,10,17; ქც 4: 16,22; 25,6; 76,25; 78,14; 85,9,12; 535,18).


იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 16,22; 25,6; 76,25; 78,14; 85,9,12; 535,18), ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 29,2; 39,25), ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 85,13; 106,10,17; 112,14), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 208,20), „მოქცევაი ქართლისაი“ (ქრონიკები 1892: 14), „ეპისტოლეთა წიგნი“ (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 185), „ცხოვრება შიოსი და ევაგრესი“ (ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 26,10).

ვახუშტი ბაგრატიონი ზადენის შესახებ გადმოგვცემს: იალნოს „მთის თხემსა ზედა ... აღაშენა ციხე ... მეფემან ფარნაჯომ და აღმართა მუნ კერპი ზადენი, და ამითი ეწოდა მთას მას ზედაზენი“ (ქც 4: 535,18).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, ზედაზნის მთაზე, ახლანდელ სოფ. წიწამურთან (აფაქიძე 1963: 197).

სახელწოდება „ზადენი“ უკავშირდება იბერიის უზენაესი ღვთაების სახელს, რომლის კერპი აღმართა და მისი სახელობის ციხე ააშენა იბერიის ფარნავაზიანთა დინასტიის მეფე ფარნაჯომმა. ღვთაება ზადენის სახელთან არის დაკავშირებული აგრეთვე სოფ. ზადენგორაც, სადაც შეჩერდა ანდრია პირველწოდებული (ქც 1: 39,25). სოფ. ზადენ-გორა მდებარეობდა მესხეთში, დღევანდელი აბასთუმნის (ძველი ქალაქი ოძრხე) მახლობლად (ჭილაშვილი 1968: 33).

ზედაზადენი – ზედაზენი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე 1963: 197; გამყრელიძე 2010: 162; ეპისტოლეთა წიგნი 1968: 185; ქც 1:29,3; 39,25; 85,13; 106,10,17; 112,14; 208,20; ქც 4: 16,22; 25,6; 76,25; 78,14; 85,9,12; 535,18; ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 26,10; ჭილაშვილი 1968: 33, 35.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9