ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზად ზან ზარ

ზანავი


(ქც 4: 380,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 380,23), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), XVIII ს-ის ისტორიული საბუთი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 744), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 332), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177, 219).

მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ბორჯომიდან ჩრდილოეთით, 9 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს, დღევანდელი სოფ. ზანავის ტერიტორიაზე.

ზანავი იყო ავალიშვილების საკუთრება (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 492, 493). XVIII ს-ის დასასრულისათვის ზანავი დაცლილი და განადგურებულია (ბერძენიშვილი 1985: 21).

ზანავი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1985: 21; გიულდენშტედტი 1962: 177, 219; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 332; 1958: 492, 493; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 744; ქც 4: 380,23.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9