ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზად ზან ზარ

ზარიბატი


(ქც 4: 721,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 721,17), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 521,16), XI, XVI სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 154; 1897: 54; სამხ. საქ. ისტ. 1961: 47; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 245), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 49, 145); პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 114).

ლოკალიზდება ისტორიულ ჯავახეთში, ყარსის მახლობლად; მდებარეობდა ჩილდირის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყარსის გზაზე (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 414).

წყაროებში იხსენიება XI ს-იდან (ქრონიკები 1897: 54). XVI ს-ში ოსმალებმა გორი გადაწვეს და ზარიშატში გამაგრდნენ (ქც 4: 721,17; ქც 2: 521,16; სამხ. საქ. ისტ. 1961: 47). ზარიშატი მდებარეობდა ახალციხე-ერევნის გზაზე. ხერთვისიდან არტაანის მტკვრის ნაპირას წამოსული გზა ამოდიოდა ჯავახეთის პლატოზე. ის აქედან ორი მიმართულებით მიდიოდა. ერთ-ერთი იყო გზა ყარსისაკენ ზარიშატის გავლით (ბერძენიშვილი 1966: 93, 102). ზარიშატი წერილობით წყაროებში სხვადასხვაგვარად მოიხსენიება: ზერნიშატი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 414), ზარიშატი (ქც 2: 521,16; ორბელიანი 1981: 114).

ზარიბატი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 93, 102; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 414; ორბელიანი 1981: 114; სამხ. საქ. ისტ. 1961: 47; ქც 2: 521,16; ქც 4: 721,17; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 245; ქრონიკები 1892: 154; 1897: 54; ცხოვრება ... 1980: 49, 145.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9