ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზიკ

ზიკილია


(ქც 4: 662,26). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 466,19; 467,3; 662,26), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 100).

მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადის, ზიკილიის ხევის ორივე ნაპირზე, დღევანდელი სოფ. ზიკილიის ტერიტორიაზე.

წყაროებში ზიკილია პირველად იხსენიება XVI ს-ში (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 100). XVIII ს-ის დასაწყისში ზიკილიაში მყოფ ქართლის მეფე გიორგი XI-ს (1676-1688, 1703-1709) ახალციხის ფაშამ ალყა შემოარტყა. დოლენჯი ხმალაძემ მეფე საბლით ჩამოუშვა ციხის ზღუდიდან. ზიკილიიდან წამოსულ მეფეს ქართლის დიდებულები დაეხმარნენ ტახტის ხელმეორედ დაკავებაში (ქც 4: 466,19, 467,3).

ზიკილია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის მახლობლად შემორჩენილია ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. ზიკილიის ხევის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის სამხრეთით, კლდეში გამოკვეთილი იყო რამდენიმე გამოქვაბული (ბოჭორიძე 1992: 40, 41), რომლებიც XX ს-ის 50-იან წლებში საავტომობილო გზის გაფართოებისას დაინგრა.
 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1992: 40, 41; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 100; 1958: 136, 137; ქც 4: 466,19; 467,3; 662,26.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9