ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზნა

ზნაკვა

ციხე (ქც 4: 763,4).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 763,4), ნიკორწმინდის XI ს-ის სიგელი (ქრონიკები 1897: 45-47; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 27, 28, 30; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 39-41), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 652; ქრონიკები 1897: 452), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 293).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, რიონის შენაკად მდ. ზნაკვურას მარჯვენა ნაპირზე.

პირველად იხსენიება ნიკორწმინდის XI ს-ის შეწირულობის სიგელში (ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 39-41). იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) 1544 წ. ნიკორწმინდას შესწირა ზნაკვაში მცხოვრები სამი კომლი გლეხი (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 652). 1637 წ. იმერეთის მეფე გიორგი III-მ (1605-1639) გელათს შესწირა ზნაკვაში მოსახლე ერთი კომლი (ქრონიკები 1897: 452). ზნაკვას ციხე იყო წულუკიძეთა საგვარეულოს თავდაპირველი რეზიდენცია (ბერაძე 1975: 147).

ციხე მდებარეობს სოფ. ზნაკვას ზემოთ, მდ. ზნაკვურას დასავლეთით, ამ მდინარის შენაკადების – ცივწყალასა და ურიის ღელეთა შესართავში. ციხე სამკოშკიანია (ბერაძე 1975: 147). მის მახლობლად დგას ერთი სათოფურებიანი კოშკი. ციხის ფერდობზე ზედაპირულად აკრეფილი კერამიკის ზოგიერთი ნიმუში ადრეანტიკური ხანის უნდა იყოს. ნაგებობის აღმოსავლეთით, მდ. ცივწყალის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ნააგარევში იყო წულუკიძეთა სასახლე და ეკლესია. ამის გამო ზნაკვას ციხეს ხშირად ნააგარევის ციხეს უწოდებენ (ბერაძე 1975: 148).

ზნაკვას ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1975: 132-154; გიულდენშტედტი 1962: 293; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 39-41; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 27, 28, 30; 1977: 652; ქრონიკები 1897: 45-47, 452; ქც 4: 763,4.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9