თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თაბ თაკ თამ

თამარაშენი 

მცირე ქალაქი (ქც 4: 370,23,25).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა,“ (ქც 4: 370,23, 25), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41, 43), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1910: 199; ქრონიკები 1967: 45 დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 56, 113, 190; ქართულ-სპარსული ... 1955: 316; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 105, 136; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 100; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 269; 1981: 466, 479, 545, 641), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 101, 279).

მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, დღევანდელ სოფ. თამარაშენის ადგილას.

ზოგი ავტორის მოსაზრებით თამარაშენი თამარ მეფეს დაუარსებია. XIII ს-ის დასაწყისში თამარაშენი დანგრეულა ჯალალედინის შემოსევის დროს. XV ს-ში თამარაშენი მაჩაბლების საკუთრებაა (მეგრელიძე 1984: 195). XVIII ს-ის დასაწყისში ის მცირე ქალაქადაა მოხსენიებული (ქც 4: 370,23,25). XIX ს-ში, სამაჩაბლოს გაუქმების შემდეგ, მაჩაბლები აჩაბეთიდან თამარაშენში გადმოსახლდნენ (მაკალათია 1971: 29; გვასალია 1982: 48).

1954-1958 წწ. ისტორიის ინსტიტუტის სამხრეთ ოსეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის არქეოლოგიის ინსტიტუტის პალეოლითის რაზმთან ერთად (ხელმძღ. 1954 წ. ო. ჯაფარიძე, 1955 წ. გ. ცქიტიშვილი, 1958 წ. ალ. კალანდაძე) შეისწავლა თამარაშენის მუსტიეს პერიოდის ღია სადგომი, რომელიც მდებარეობს სოფ. თამარაშენიდან დაახლოებით 900 მ-ის დაშორებით, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, 600-700 მ სიგანის ტერასაზე. ძეგლი წარმოადგენს დაზიანებულ სადგომ-სახელოსნოს. კულტურული ფენა მთლიანად განადგურებულია. განათხარ ტერიტორიაზე აღმოჩნდა: ნუკლეუსები, არალევალუარული ანატკეც-ლამელები, ლევალუალური ანატკეცები, დაკბილული ანატკეცები და ლამელები, სახოკები, საფხეკები, ჩოპერები, ჩოპინგები, ბიფასები და სხვა (ბუგიანიშვილი 1991: 113; ლიუბინი 1958: 30-39; 1977: 96-98).

თამარაშენში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე და XIX ს-ის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (6,30X4 მ) (ბარნაველი 1959: 149).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 41, 43; ბარნაველი 1959: 149; ბერძენიშვილი 1966: 25, 30; ბუგიანიშვილი 1991: 70-130, 113; გვასალია 1982: 29-56, 33, 37, 38; 1983: 19, 48, 107, 111, 134, 158; 1997: 21; გიულდენშტედტი 1962: 101, 279; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 56, 113, 190; ლიუბინი 1958: 28-40, 30, 39; 1977: 96-98, 100, 102, 130-139; მაკალათია 1971: 35; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 105, 136; მეგრელიძე 1984: 195-200; იოსელიანი 1850: 63; მესხია 1983: 226, 227; 1986: 292, 293; ოსეთის ისტ. 1962: 24; საქ. სიძ. 1910: 199; ტეხოვი 1971: 35; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 100; ქართულ-სპარსული ... 1955: 188, 189, 316, 317; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 269; 1977: 389; 1981: 466, 479, 545, 641; ქრონიკები 1967: 45; ქც 4: 370,23,25; ხარაძე 1992: 126, 130, 132; ჯაფარიძე 1991: 22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9