თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თედ თეზ თეთ თელ

თედოწმინდა


(ქც 4: 369,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 369,3; 373,6; 508,3; 521,3; 623,2; 741,6), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 350; 1967: 45; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 58), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 44), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41).

ვახუშტი ბაგრატიონი თედოწმინდის შესახებ გადმოგვცემს: „გორს ზეით, კარალეთის პირისპირს, ლიახვის დასავლით, რუისის მთის ძირს, არს თედოწმინდა“ (ქც 4: 369,2,3).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირას, თანამედროვე სოფ. თედოწმინდის ჩრდილო-დასავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით.

1712 წ. თედოწმინდა უმიკაშვილების მფლობელობაში შემავალი სოფელია (ქრონიკები 1967: 45). 1724 წ. ქართლ-კახეთის სამეფოების გაერთიანებული ჯარი და ოსმალები ერთმანეთს შეებრძოლნენ თედოწმინდაში (ქც 4: 508,3). 1744 წ. ყიზილბაშების წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახორისა და ოსმალების ლაშქარი ბრძოლის დაწყებამდე თედოწმინდაში შეჩერდნენ (ქც 4: 521,3; ხერხეულიძე 1989: 44).

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

თედოწმინდის მიდამოებში დასტურდება რიყის ქვით ნაგები შუა საუკუნეების შენობების საძირკველი, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები, ქვევრების ნატეხი და სხვა (სძა 1990: 72). თედოწმინდას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე დგას რიყის ქვით, აგურითა და ქვიშაქვით ნაგები, წმიდა თევდორეს გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული (8,2X5მ) ეკლესია, ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში შეისრულთაღიანი ნიშია. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ლავგარდანი (სძა 1990: 72, 73). სოფლის ცენტრში დგას რიყის ქვით ნაგები, ცილინდრული ფორმის (დმ 7,2 მ) გარსევანიშვილების სამსართულიანი კოშკი. პირველ სართულს ერთი შესასვლელი და ოთხი სარკმელი აქვს. მეორის კედელში ოთხი სათოფურია. პირველსა და მეორე სართულს გუმბათოვანი გადახურვა ჰქონია (სძა 1990: 72).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 41; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 58; სძა 1990: 72, 73; ქრონიკები 1897: 350; 1967: 45; ქც 4: 369,3; 373,6; 508,3; 521,3; 623,2; 741,6; ხერხეულიძე 1989: 44.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9