თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თედ თეზ თეთ თელ

თეთრ-ციხე

(სამცხის) (ქც 4:720,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 720,1), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 519,8; 522,6), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 127), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 392, 546).

ლოკალიზდება სამცხეში, პალაკაციოს (ჩილდირის) ტბის აღმოსავლეთ ნაპირას. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში.

1576 წ. ყვარყვარე ათაბაგმა და მისმა ძმამ, მანუჩარმა თავიანთი ლაშქრით თეთრ-ციხის მიდამოები დაწვეს (ქც 2: 519,8; ქც 4: 720,1). 1578 წ. თეთრ-ციხე ოსმალებმა დაიკავეს (ქც 2: 522,6).

თეთრ-ციხესთან (აღჯაყალასთან) არის მოგრძო კუნძული. მის ნაპირამდე წყალში ჩაყრილია ქვის ლოდები. კუნძული თითქოს ქვის ხიდით უერთდებოდა ნაპირს. სოფლიდან კუნძულზე მისასვლელი გამაგრებული ყოფილა თეთრი თლილი ქვით მოპირკეთებული გალავნითა და კოშკებით. შესაძლოა ამიტომ ეწოდა თეთრ-ციხე.

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 392, 546; დადიანი 1962: 127; სამხ. საქ. ისტ. 1961: 44, 47, 163, 164, 169; საქ. ისტ. რუკა 1923; ქც 2: 519,8, 522,6; ქც 4: 720,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9