თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თოთ თორ თოღ

თოთხამი 

ციხე (ქც 4: 347,2).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 347,2).

ვახუშტი ბაგრატიონი თოთხამის შესახებ გადმოგვცემს: „არს გუჯარეთის ჩდილოთ, მაღალს მთის თხემსა ზედა, ციხე თოთხამი, მჭვრეტელი ქართლ-იმერეთისა“ (ქც 4: 347,2).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, მდ. გუჯარეთის ზემო წელზე, მდ. ძამისა და ტანას ხეობებისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე, თოთხამის უღელტეხილზე (ბერძენიშვილი 1985: 30).

თოთხამი საციხისთავოს ცენტრი იყო, რომელშიაც მის სიახლოვეს განლაგებული სოფლები გუჯარეთი და ბაგინეთი შედიოდა (ბერძენიშვილი 1985: 31).

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

თოთხამის უღელტეხილზე, თხემზე დგას სრულიად დანგრეული ციხე, რომლის ნანგრევებზე აშენებულია ღვთისმშობლის სამნავიანი ეკლესია (10X4 მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. ეკლესიას შვერილი აფსიდა აქვს. შესასვლელი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდანაა. გადარჩენილია ჩრდილო და სამხრეთი კედლების ნაწილი. ძეგლი „მაღალჯვარის“ სახელითაა ცნობილი. თარიღდება X-XI სს-ით (ბერძენიშვილი 1985: 30).

თოთხამის ნასოფლარი მაღალი მწვერვალის ძირში ყოფილა გაშენებული. შემორჩენილია ქვაჯვარი და ხაროები (ბერძენიშვილი 1985: 30).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1985: 30; ქც 4: 347,2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9