თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თუა თურ თუხ

თურანი


(ქც 4: 319,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 319,21), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 314), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 48).

მდებარეობს წალკის მუნიც-ში, წალკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 23 კმ დაშორებით, თრიალეთის ქედის სამხრეთი კალთის ძირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთით, დღევანდელი სოფ. თეჯისის ტერიტორიაზე (თაყაიშვილი 1913: 58, 59; ჩარკვიანი 2002: 90).

XVIII ს-ში სოფ. თურანი შედიოდა სამეფო საკუთრებაში (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 314; ბაგრატიონი 1986: 48).

თურანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფ. თეჯისში რამდენიმე ძლიერ დაზიანებული ეკლესიაა. ერთი მათგანი XIX ს-ში აღადგინეს იქ მცხოვრებმა ბერძნებმა (თაყაიშვილი 1913: 58, 59).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 48; თაყაიშვილი 1913: 58, 59; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 314; ქც 4: 319,21; ჩარკვიანი 2002: 88-100.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9