თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თხმ

თხმელის ციხე


(ქც 4: 735,13). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 735,13; 751,23,სქ.2; 880,13). XVIII ს-ის სიგელ-გუჯრები (სიგელები ... 1898:47, 48, 56).

ვახუშტი ბაგრატიონი თხმელის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ვარციხეს ზეით ერთვის რიონს ხანის წყალი ... მოდის ჩდილოთ და მიერთვის რიონს სამხრიდამვე. ამაზედ აღაშენეს ოსმალთა ციხე თხმელის ხისგან ... ამისათვის უწოდეს იმერთა თხმელის ციხე და პირველ ეწოდა ადგილსა ამას ბაღდადი“ (ქც 4: 751,20-24).

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. ხანისწყლის მარცხენა ნაპირზე, ქ. ბაღდადში.

1703 წ. ოსმალები დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ და თხმელის ციხე დაიკავეს (ქც 4: 735,13). ის ტყვეთა გასაყიდ პუნქტს წარმოადგენდა (ბერძენიშვილი 1966: 86; 1990: 470). 1770 წ. თხმელის ციხეში მდგომი თურქთა გარნიზონი სოლომონ I-სა (1752-1784) და რუსთა ჯარს დანებდა. თხმელის ციხე ბაღდადის ციხის სახელითაც არის ცნობილი (ბერძენიშვილი 1966: 86).

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია. შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 86; 1990: 470; სიგელები ... 1898: 47, 48, 56; ქც 4: 735,13; 751,23,სქ.2; 880,13.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9