ია იდ იკ ილ ინ ის იტ იყ იშ
იკო

იკორთა


(ქც 4: 362,1; 368,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 362,1; 368,3), ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 259; 1897: 13, 23, 24, 25, 257, 258, 488).

ვახუშტი ბაგრატიონი იკორთის შესახებ გადმოგვცემს: „ორბოძლის მთის სამხრით არს, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს; ზის არქიმანდრიტი“ (ქც 4: 361,25; 362,1-2).

მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, გორიდან 25 კმ დაშორებით.

იკორთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

იკორთის ეკლესია აგებულია 1152 წელს. XIV ს-ში აღადგინა ქსნის ერისთავმა იოვანემ. XVII ს-ში ეკლესია შეაკეთა იესე ქსნის ერისთავმა. იქ არიან დაკრძალულნი 1659 წ. აჯანყების გმირები, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები. ახალგორის დაწინაურების შემდეგ იკორთის ეკლესია ქსნის ერისთავთა საგვარეულო საძვალედ იქცა (მენაბდე 1962: 222). იკორთის სავანეში მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი: წინამძღვარი იოაკიმე თითასმანელისძე (ქრონიკები 1897: 258), გამალიელ გამრეკელი, დიმიტრი ოქრიაძე (მენაბდე 1962: 222).

იკორთის ეკლესია გუმბათიანი ნაგებობაა (19X14X20 მ). გუმბათი ემყარება საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტს. დასავლეთის მკლავი და პატრონიკე წყვილი სვეტით სამად იყოფა. ეკლესია თლილი ქვის პერანგით არის მოპიკეთებული. ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია ძველი ციხე-დარბაზის ნაშთი (ბერიძე 1974: 151).
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1974: 151; თაყაიშვილი 1924: 54, 55; მენაბდე 1962: 222, 223; უვაროვა 1894: 154-158; ქრონიკები 1892: 259; 1897: 13, 23, 24, 25, 257, 258, 488; ქც 4: 362,1; 368,3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9