ია იდ იკ ილ ინ ის იტ იყ იშ
ილო

ილორი


(ქც 4: 779,16,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 779,16,17; 780,3; 886,24; 888,1), ქართული ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 501; დას. საქ. საბ. 1921: 41; ბურჯანაძე 1959: 193), დონ ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 179), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 141-145, 158), ჟან შარდენის „მოგზაურობა“ (შარდენი 1975: 154, 185, 196), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 53), დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“ (დიუბუა დე მონპერე 1937: 139, 146, 164, 165), სპენსერის „მოგზაურობა ჩერქეზეთის, აფხაზეთისა და სამეგრელოს სანაპიროს გასწვრივ“ (სპენსერი 1981: 137), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 88, 91, 92, 94).

ვახუშტი ბაგრატიონი ილორის შესახებ გადმოგვცემს: „ზღვის კიდეზედ, ამ წყლის (ეგრისწყლის) დასავლითს კიდეზედ, არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა“ (ქც 4: 779,16,17).

მდებარეობს ოჩამჩირის მუნიც-ში, ოჩამჩირიდან 3 კმ-ის დაშორებით, ახალანდელ სოფ. ილორის ტერიტორიაზე.

ილორი შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილს წარმოადგენდა. XVII ს-ში ილორში არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა. 1733 წ. ილორი ოსმალებმა გადაწვეს. 1748 წ. ის აღადგინეს.

ილორში დაფიქსირებულია მუსტიეური ხანის „ღია სადგომი“ (ზამიატნინი 1961: 71; ვორონოვი 1969: 16). 1971 წ. ილორში სადაზვერვო ხასიათის გათხრები აწარმოვა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გუდავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. პ. ზაქარაია). იქ გამოვლინდა გვიანბრინჯაოს ხანის ფენა. აღმოჩნდა ქსოვილიანი კერამიკის ნატეხები, ორკაპა კერამიკული სადგრები; ზღვიდან 100-ოდე მ დაცილებით გამოვლინდა რომაული ხანის ფენისა და თავდაცვითი კედლის ნაშთები. კედლები აგურითაა ნაგები; ამავე ტერიტორიაზე აღმოჩნდა XII-XIII სს-ის მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები (ზაქარაია, ლექვინაძე 1974: 147).

ილორის წმინდა გიორგის XI ს-ის დარბაზული ტიპის ეკლესია მდებარეობს სოფლის შუაგულში. ნაგებია რიყის ქვებით კირხსნარზე (კაცია 1963: 48, 49). ინტერიერი მოხატულია. ფრესკები ახალია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია XI-XII სს-ის პირველი ნახევრის ქართული ასომთავრული წარწერები (სილოგავა 1980: 159-161).
 
ბიბლიოგრაფია: აძინბა 1958; ბურჯანაძე 1959; დიუბუა დე მონპერე 1937: 139, 146, 164, 165; გამბა 1987: 88, 91, 92, 94; გიულდენშტედტი 1964: 53; გრიგოლია 1942: 146, 147, 157, 158; დას. საქ. საბ. 1921: 41; ვორონოვი 1969: 16; ზამიატნინი 1961: 71; ზაქარაია, ლექვინაძე 1974: 147; კასტელი 1976: 179; კაცია 1963; სპენსერი 1981: 137; ლამბერტი 1938: 141-145, 158; სილოგავა 1980: 159-161; ტარნავა 1917; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 501; ქც 4: 779,16,17; 780,3; 886,24; 888,1; შარდენი 1975: 154, 185, 196.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9