ია იდ იკ ილ ინ ის იტ იყ იშ
ინდ

ინდუსა


(ქც 4: 666,20). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 666,20). 1775 წ. საბუთი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 100), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 40; 1958: 190, 194, 196, 235).

ვახუშტი ბაგრატიონი ინდუსას შესახებ გადმოგვცემს: „ოშორას ხევის შესართავის ზეით, ინდუსას, არს ხიდი მტკუარზედ“ (ქც 4: 666,20).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ასპინძის ჩრდილოეთით, მტკვრის მარჯვენა შენაკადის, ოშორის წყლის შესართავთან, ოშორას ხევის მარჯვენა ნაპირზე.

1595 წ. ინდუსაში ცხოვრობდა 9 კომლი, რომელთაც უნდა გადაეხადათ 1400 ახჩა და ნატურით ხორბალი, ფეტვი, გამოსაღები ფუტკარზე, საქონელზე, თივაზე და სხვ. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, ინდუსას სხვა სოფლებთან ერთად უნდა გადაეხადა 32 ქესა (1600 მანეთი ვერცხლის ფული) (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 191, სქ. 5). ინდუსას ერთი ნაწილი სახასო იყო, მეორე ნაწილი მემამულისა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: სქ. 10). ინდუსასთან, ახალციხე-ხერთვისს შორის, უნდა ყოფილიყო ხიდი მტკვარზე (ბერძენიშვილი 1966: 96). 1932-1933 წწ. სოფ. ინდუსაში ცხოვრეობდა 100 კომლი მაჰმადიანი ქართველი (ბოჭორიძე 1992: 17, 18).

ინდუსა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის თავზე მდებარეობს დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (9X4,5 მ), რომლის კედლებს პერანგი შემოძარცული ჰქონდა. ქვები გამოიყენეს მიზგითისა და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. მეორე ეკლესიის ნაშთი სოფლის დასავლეთით 0,25 კმ დაშორებითაა. ის მთლიანად დანგრეულია (ბოჭორიძე 1992: 17, 18).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 96; ბოჭორიძე 1992: 17, 18; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 40; 1958: 94, 190, 191, 193, 194, 196, 235; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 100; ქც 4: 666,20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9