ია იდ იკ ილ ინ ის იტ იყ იშ
ისა ისპ

ისპირა 

სპერი ქალაქი (ქც 4: 250,8 ; 251,5; 685,14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 162,4; 168,26; 189,15; 250,8; 251,5; 255,20; 260,12; 657,13; 681,10,11; 685,7,14; 686,4; 687,19; 688,21; 700,8; 701,სქ.1), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 170,14; 203,2; 226,4; 238,15), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 344,10,16), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 34,15), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 130,1; 144,5), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 304,8; 313,4,18; 315,8,15), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 146), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა“ (გამბა 1987: 276, 351).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „თორთომის მდინარის შესართავს ზეით, ისპირის მდინარის კიდეზედ, არს ქალაქი მცირე ისპირა“ (ქც 4: 685,13,14).

სპერი-ისპირა ლოკალიზდება უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ისტორიულ პროვინცია სპერში. მდებარეობს მდ. ჭოროხის ზემო წელზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

წყაროებში ისპირი იხსენიება ძვ. წ. IV-III სს-ის ამბების თხრობისას. ფარნავაზმა აზოს საკვდილის შემდეგ დაიპყრო: თორთომი, ხახული, ისპირი, ფორხჩა, ბაიბურდი და ჭანეთი (ქც 4: 657,12,13). ძვ. წ. II ს-ში ის არმენიამ მიიტაცა. შემდგომ ქართველებმა ისევ დაიბრუნეს. VI ს-ში ქართლის საგამგებლოა. VII ს-ში ბიზანტიამ დაიპყრო. 1123 წ. დავით აღმაშენებელმა (1089-1125) დაიბრუნა (ქც 4: 162,4). ბექა ჯაყელმა სპერთან დაამარცხა თურქთა ლაშქარი აზატ-მოსეს წინამძღოლობით. 1334 წ. მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1314-1346) დასვა ერისთავი სპერს (ქც 4: 258,12). XV-XVI სს-ში სპერი ოსმალეთმა მიიტაცა. 1820-1824 წწ. აქ იმოგზაურა ჟაკ ფრანსუა გამბამ. „სპერი ამავე სახელწოდების ოლქის მთავარი ქალაქია, მას ექვემდებარება 15 სოფელი დასახლებული თურქებით (გამაჰმადიანებული ქართველები) ან მეტწილად სომხებით. თვით სპერი წარმოადგენს დაბას, სადაც 100-მდე სახლი დგას. სპერს ზევიდან დაჰყურებს კარგად შემორჩენილი ციხე, სადაც 30-მდე კაცი ცხოვრობს და რამდენიმე საწყობია. სპერის ოლქში შემავალ სოფლებს განაგებენ აღები, რომლებიც ემორჩილებიან მემედ-ოღლუს, რომლის რეზიდენცია სპერის ციხეშია“ (გამბა 1987: 276).

ისპირა-სპერის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: გამბა 1987: 276, 351; დადიანი 1962: 146; მუსხელიშვილი 1977: 58-60, 69, 79, 80, 95, 146, 162, 163; 1980: 101, 163, 201, 243; ქც 1: 170,14; 203,2; 226,4; 238,15; 344,10,16; ქც 2: 34,5; 130,1; 144,5; 304,8; 313,4,18; 315,8,15; ქც 4: 162,4; 168,26; 189,15; 250,8; 251,5; 255,14; 260,12; 657,12; 681,10,11; 685,7,14; 686,4; 687,19; 688,21; 700,8; 701, სქ. 1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9