ია იდ იკ ილ ინ ის იტ იყ იშ
იტრ

იტრია


(ქც 4: 377,25). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 377,25), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (სამი ისტ. ქრ. 1890: 30-33, 38; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 114), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 117, 279).

ვახუშტი ბაგრატიონი იტრიის შესახებ გადმოგვცემს: „სურამს ზეით, სამხრიდამ, მიერთვის ამ წყალს (ქემერტის წყალს) უთხვის-ხევი, მას ზეით არს იტრიას მონასტერი ყოვლადწმიდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“ (ქც 4: 377,25).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ხაშურიდან 6 კმ-ის დაშორებით, მდ. სურმულას ხეობაში, სოფ. იტრიას ტერიტორიაზე.

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფ. იტრიას მიდამოებში გვიანდელი შუა საუკუნეების რამდენიმე არქიტექტურული ძეგლია (სძა 1990:434-436).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44; გიულდენშტედტი 1962: 117, 279; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 114; სამი ისტ. ქრ. 1890: 30-33, 38; ქც 4: 377,25.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9