(ქც 4: 548, 7,9, სქ. 2,3) იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 548,7,9, სქ.2,3), XVI და XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 362; 1953: 180; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 337; 1972: 483; 1977: 233; 1981: 630; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 56), ქართულ-სპარსული საბუთები (ქართულ-სპარსული ... 1955: 405).
მდებარეობს თელავის მუნიც-ში, ქ. თელავიდან 7 კმ-ს დაშორებით, სოფ. იყალთოსთან.
იყალთოს მონასტრის დამაარსებელია ერთ-ერთი ასურელი მამა ზენონ იყალთოელი. XII ს-ში აქ იხსნება აკადემია არსენ იყალთოელის ხელმძღვანელობით.
იყალთოში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა ძირითადად ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 1966 წელს. გათხრების დროს (ხელმღ. რ. რამიშვილი) გამოვლინდა დაბალტანიანი, ძირშეზნექილი, ბრტყელგანივკვეთიანი ყურების მქონე სასმისები, რომლებიც შემკულია კოპებითა და კანელურებით. ჭურჭლის კედლები თხელია და მკვრივი. თიხა წმინდადაა განლექილი; აქვე აღმოჩნდა შიშველ კეცზე ანგობით მოხატული და მოუჭიქავი ჯამები; მინის ჭურჭლის პირ-გვერდისა და ძირის ნატეხები, რომლებიც უნდა ეკუთვნოდეს ძაბრისებურპირიან სასმისებს მაღალი, ვიწრო ტანითა და ბრტყელი ქუსლით. არქეოლოგიური მასალა თარიღდება XIII-XIV სს-ით (რამიშვილი, ჭეიშვილი 1967: 85-89).
2007 წელს იყალთოში დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოების ახალი ეტაპი, რომლის პირველ სტადიაზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღ. კ. წერეთელი). გათხრების შედეგად აღმოჩნდა VIII ს-ის 5 საწნახელი, ღვთისმშობლის შობის მცირე დარბაზული ეკლესია, მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკა და არაბული ვერცხლის მონეტები.
სოფელში შემორჩენილია XVIII ს-ის ციხე გალავანი (ზაქარაია 1988: 123-132).
- ბიბლიოგრაფია: დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 362; 1953: 180; ზაქარაია 1988: 123-132; თაყაიშვილი 1907; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 56; რამიშვილი, ჭეიშვილი 1967: 85-89; შმერლინგი 1957; ჩუბინაშვილი 1936; ქც 4: 548,7,9, სქ. 2,3; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 337; 1972: 483; 1977: 233; 1981: 630; ქართულ-სპარსული ... 1955: 405.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.