აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
არა არბ არე არმ არუ არქ არღ არყ არშ არწ

არახუეთი


(ქც 2: 444,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2: 444,5), „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 348; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35), XVIII ს-ის სტატისტიკური აღწერის მასალები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 440).

ლოკალიზდება არაგვის ხეობაში, დღევანდელი სოფ. არახვეთის მახლობლად, არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ლომისის მთის კალთებზე.

არახუეთი იხსენიება მეფე დავით VIII-ს (1293-1311) აჯანყების ეპიზოდში. მეფე ვახტანგ III-ემ (1302-1308) არახვეთი მისცა შალვა ქსნის ერისთავს. „მეფემან მიუბოძა შალვას თრუსო, ღულა, გაგისძენი, მლეთე, არახუეთი, ხანდო, ყანჩაეთი, აბაზასძეთა მამული“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106).

არახვეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ნასოფლარის ადგილას შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების კოშკი, ხოლო სოფლის დასავლეთით, მთის ფერდობზე მცირე ზომის XIX ს-ის დარბაზული ეკლესიაა.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 35; მასალანი საქ. სტატ. 1907: 440; ქც 2: 444,5; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106; ძე 1954: 348.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9