აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
არა არბ არე არმ არუ არქ არღ არყ არშ არწ

არბო, არბოწმინდა

ეკლესია (4: 369,11).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 369,11), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 81-83; ქრონიკები 1967: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 260, 261, 379; 1981: 413), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 40), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 85).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, გორიდან ჩრდილოეთით 29 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. არბოს ტერიტორიაზე.

XVIII ს-ის პირველ ნახევარში არბოწმინდის მრევლი ურბნელი ეპისკოპოსის საკუთრება იყო (ქრონიკები 1967: 45). სოფ. არბოში ყოფილა საბაჟო (ნათაძე 1930: 146, 147).

არბო არქეოლოგურად შეუსწავლელია.

სოფელში დგას წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (იგივე არბოწმინდა), რომელიც რიყის ქვით, ტუფითა და შირიმითაა ნაგები (9,3X5,9მ). ჭერი თაღოვანია. აფსიდა ნახევარწრიული. კარი დასავლეთით და სამხრეთითაა. სარკმელი სამია. ეკლესიას ჰქონდა გალავანიც, რომლის ჩრდილოეთ მხარეს შემორჩენილია მრგვალი კოშკის პირველი სართული. თარიღდება X ს-ით (მაკალათია 1971: 62, 63; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 99-100; სძა 1990: 45).

არბოწმინდის ახლოს, მისგან აღმოსავლეთით, დგას ღვთისმშობლის მთლიანად დანგრეული ეკლესია (მაკალათია 1971: 63). იქვეა წმიდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია, რომელიც აგურითა და ფლეთილი ქვითაა ნაგები. თარიღდება XIX ს-ით (მაკალათია 1971: 63).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 40; გიულდენშტედტი 1962: 85; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 81-83; მაკალათია 1971: 62, 63; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 99, 100; ნათაძე 1930: 146, 147; ქრონიკები 1967: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 260, 261, 379; 1981: 413; ქც 4: 369,11.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9