კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კამბეჩოანი 

ქალაქი (ქც 1: 201,3).

იხსენიება ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 201,3).

ჯუანშერი კამბეჩოანის შესახებ გადმოგვცემს: ვახტანგ გორგასალის მეფობისას „მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერემისა და ველის-ციხე“ (ქც 1: 201,3,4). ჯუანშერის გარდა, არც ერთი ქართული თუ უცხოური წყარო კამბეჩოანს ქალაქად არ მოიხსენიებს. იგი ყველგან მხარეა. ქალაქ კამბეჩოანში ამ შემთხვევაში იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის კამბეჩოვანის ცენტრი ხორნაბუჯი (მუსხელიშვილი 1967: 119).
 
ბიბლიოგრაფია: მუსხელიშვილი 1967: 119; ქც 1: 201,3; შაიშმელაშვილი 1969: 40-49.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9