კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კაპოეტი

ციხე (ქც 4: 133,20).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 133,20), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 264,4,6), სტეფანე მტბევარის „გობრონის მარტვილობა“ (მარტვილობაი გობრონისი 1946: 82).

მდებარეობს მდ. ბზიფის (მდ. კაპოეტის წყლის) ხეობაში. ციხის ზუსტი ადგილმდებარეობა ვერ დგინდება. შესაძლოა, ის წარმოადგენდეს მდ. ბზიფის მარჯვენა ნაპირზე, გაგრის მუნიც-ში მდებარე სოფ. ბზიფის IX-X სს-ის ციხესიმაგრეს.

ციხე წყაროებში პირველად იხსენიება X ს-ში. 914 წ. სომხეთსა და საქართველოში აბულ-კასიმის შემოსევების გამო კაპოეტის ციხეს თავი შეაფარა დვინიდან გამოქცეულმა სომეხთა მეფე სუმბატმა. ის შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს (მარტვილობაი გობრონისი 1946: 82).

კაპოეტის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 278; მარტვილობაი გობრონისი 1946: 82; ქც 1: 265,4,6; ქც 4: 132,20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9