კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კარბი


(ქც 4: 412,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 412,8), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 309,19), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 98, 99; 1972: 434, 521; 1974: 259; 1981: 179, 351, 369, 397; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 118; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 83, 155; 1955: 63, 107, 137), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 54), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 40), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 271).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, მდ. პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, გორიდან ჩრდილოეთით, 25 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. კარბის ტერიტორიაზე.

1068 წ. საქართველოს შემოესია თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი (1063-1072) რომელიც სოფ. კარბში დაბანაკდა (ქც 1: 309,17; ჯავახიშვილი 1983: 39). XIV ს-ში კარბი ეკუთვნოდა ქვენიფნეველებს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 118). XVI ს-ის მეორე ნახევარში მითვისებული კარბი ბარძიმ ამილახვარმა დაუბრუნა ქართლის მეფე სიმონ I-ს (1556-1569; 1578-1600) (ქც 4: 412,8).

კარბი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა: გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახ. დარბაზული ეკლესია (8,3X4,8 მ) დგას სოფლის ცენტრში. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი სარკმელია. სახურავზე, დასავლეთით, აგურის მცირე სამრეკლოა (სძა 1990: 75).

წმინდა მარინეს სახ. დარბაზული (6,7X4,6 მ) ეკლესია დგას სოფლის განაპირას, სამხრეთით, მდ. პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე. ნაგებია რიყის ქვით. სწორკუთხა აფსიდაში ერთი სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა.

წმინდა სამების სახ. დარბაზული (11X8 მ) ეკლესია დგას სოფლის განაპირას, სამხრეთით. ნაგებია ტუფის ქვათლილებით. აფსიდა ნახევარწრიულია. სამხრეთის ფასადზე ქტიტორის რელიეფური გამოსახულება და ძლიერ დაზიანებული ასომთავრული წარწერაა. ეკლესია თარიღდება XVI-XVII სს-ით. XIX ს-ის ბოლოს ეკლესიის სახურავზე, დასავლეთით დაუდგამთ ოთხსვეტიანი სამრეკლო (სძა 1990: 75).

სოფელში სამი კოშკია: ერთი (დავითაშვილების ციხე) დგას სოფლის ცენტრში, გეგმით ოთხკუთხაა (7,9X9,8 მ). ნაგებია რიყის ქვით. კოშკს ოთხივე კედელზე თითო ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს. შემორჩენილია ოთხი სართული. ყველა მათგანის კედლებში სათოფურებია. კოშკი თარღდება XVII-XVIII სს-ით. მეორე (გნოლიძეების ციხე) დგას სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში. გეგმით გარედან წრიულია (დმ 7,8 მ), შიგნიდან სწორკუთხა (4,8X4,4 მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. თარიღდება XVIII ს-ით. მესამე კოშკი (ხუბაშვილების ციხე) დგას სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში. გეგმით მრგვალია (დმ 8 მ), შიგნით სწორკუთხაა (4,4X3,9 მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. თარიღდება XVIII ს-ის შუა ხანით (სძა 1990: 74, 75).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 40; ბერიძე 1983: 176; გიულდენშტედტი 1962: 271; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 83, 155; 1955: 63, 107, 137; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 118; სძა 1990: 74, 75; 412,8; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 98, 99; 1972: 434, 521; 1974: 259; 1981: 179, 351, 369, 397; ქც 1: 309,17; ქც 4: ხერხეულიძე 1989: 54; ჯავახიშვილი 1983: 39.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9