კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კარდანახი


(ქც 4: 543,10; 544,8; 617,29). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 543,10; 544,8; 617,29), XV, XVII-XIX სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 14, 16; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 398; 1953: 268, 275; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 118; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 230; 1974: 47, 306, 356, 385, 421, 422; 1977: 50; 1981: 72, 78, 454, 625; 1985: 69, 78; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 51, 107; ქართულ-სპარსული ... 1955: 379; 1984: 42, 44), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 38, 45), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 29, 261).

მდებარეობს გურჯაანის მუნიც-ში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, გურჯაანიდან 14 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. კარდანახის ადგილზე.

არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

კარდანახიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები. 1924 წ. სოფელში მშენებლობის დროს გამოვლინდა ვერცხლის მონეტების განძი. შედგება შვიდი ყაენური და ერთი ქართულ-ჰულაგუიდური დირჰემისაგან, რომელიც მოჭრილია აბაღა ყაენის სახელზე XIII ს-ის 80-იან წლებში (ჯალაღანია 1979: 130). მონეტები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

აქვე ინახება 1932 წ. კარდანახში აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის ბრინჯაოს ე. წ. „კახური ტიპის“ სატევარი (ფიცხელაური 1959: 10; 1973: 180).

კარდანახში, საბაწმიდის ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით ასიოდე მეტრზე მდებარეობს VI ს-ის დარბაზული ეკლესია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. ნაგებია რიყის ქვებით კირხსნარზე. გამოყენებულია შირიმის ქვებიც (ჩუბინაშვილი 1959: 143-147).

საბაწმიდის ეკლესია გუმბათიანია. ნაგებია აგურით. აქა-იქ გამოუყენებიათ რიყის ქვა. ფასადი შემოსილია შირიმით. გეგმით სწორკუთხაა, რამდენადმე მოგრძო აღმოსავლეთი და დასავლეთი მკლავებით. შესასვლელები დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. თორმეტსარკმლიანი ცილინდრული გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის შვერილებს და დასავლეთის ორ სვეტს. საკურთხეველი კარებებით უკავშირდება ვიწრო და დაბალ სამკვეთლოსა და სადიაკვნეს. საკურთხეველში სამი სარკმელია. მათ ქვევით ხუთი მცირე ზომის ნიშია. ეკლესიას აქვს ზედა სართულიც. ფასადები ორნამენტირებულია. ჩრდილოეთი შესასვლელისათვის მიუშენებიათ ორსართულიანი აგურის სამრეკლო. სამხრეთი მხრიდან მიუშენებიათ პატარა ეკლესია. საბაწმიდის ეკლესია – XIII, სამრეკლო კი XVI ს-ით თარიღდება. აქ მონასტერი უნდა ყოფილიყო, რაზეც მიუთითებს მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნანგრევები (ჩუბინაშვილი 1959: 426-429, 494, 495).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 68; გიულდენშტედტი 1962: 29, 261; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 398; 1953: 268, 275; თავგადასავალი ... 1913: 38, 45; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 118; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 51, 107; საქ. სიძ. 1920: 14, 16; ფიცხელაური 1959: 110; 1973: 180; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 230; 1974: 47, 306, 356, 385, 421, 422; 1977: 50; 1981: 72, 78, 454, 625; 1985: 69, 78; ქართულ-სპარსული ... 1955: 379; 1984: 42, 44; ქც 4: 543,10; 544,8; 617,29; ჯალაღანია 1979: 130; ჩუბინაშვილი 1959: 143-147, 426-429.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9