კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კართუბნის ციხე


(ქც 4: 544,10, სქ. 2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 544,10, სქ. 2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 71, 79).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ხოლო ნეინის წყლის ზეით (მდ. ალაზნის შენაკადი), ჩდილოთ კერძ, ველსა ზედა, არს ციხე კართუბნისა და აწ ცალიერი“ (ქც 4: 544,10). „არს მთაში ეკლესია წმიდისა გიორგისა, უგუმბათო, კეთილს ადგილას. ამის ზეით არს ხევი მცირე კართ-უბნისა ანუ გურჯაანისა“ (ქც 4: 544,10,სქ.2).

კართუბნის ციხე ლოკალიზდება გურჯაანის მუნიც-ში. ალაზნის გაღმა.

იოანე ბაგრატიონი კართ-უბანს მოიხსენიებს, როგორც ალაზანგაღმა სამეფო, სათავადო, საეკლესიო სოფელს (ბაგრატიონი 1986: 71). აგრეთვე საძოვარ, სათიბსა და სამეფო სანადირო ადგილებს შორის (ბაგრატიონი 1986: 79).

კართუბნის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 71, 79; ქც 4: 544,10, სქ. 2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9