კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კასპის ციხე


(ქც 4: 365,სქ.2). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 365,სქ.2).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, კასპიდან ჩრდილოეთით, 5 კმ დაშორებით, მდ ლეხურას მარჯვენა ნაპირის მაღალ მთაზე.

ვახუშტი ბაგრატიონი მამათა მონასტრის აღწერის შემდეგ აღნიშნავს: „მას ზეით არს ციხე, სადითგან გამოიყვანეს ოვსთა გორგასლის დაი“ (ქც 4: 365,6,7). არშიაზე კი მიწერილია: „კასპის ციხე“ (ქც 4: 365,სქ.2). კასპის ციხეს კლდემაღალას ან არსენას ციხის სახელითაც მოიხსენიებენ.

კასპის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ის იცავდა ჩრდილოეთიდან კასპისაკენ მომავალ გზას. ნაგებობა ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილია მართკუთხა გეგმის მქონე კოშკის ერთი კედელი, ნაგები ფლეთილი ქვით. ციხე თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. ფუნქციონირებდა გვიან შუა საუკუნეებშიც (მაკალათია 1964: 13, 14; სძა 1990: 132).
 
ბიბლიოგრაფია: მაკალათია 1964: 13, 14; სძა 1990: 132; ქც 4:365, სქ. 2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9