კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კასრი


(ქც 1: 243,19; 244,15). იხსენიება ჯუანშერის თხზულებაში ჩართულ VIII ს-ის ანონიმ ავტორთან და დაკავშირებულია ერისმთავარ არჩილის მოღვაწეობასთან: „მოვიდა არჩილ კახეთად და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურნი ყვნა იგინი ... და დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი“ (ქც 1: 243,14,15).

მდებარეობდა დაბა კახის (აზერბაიჯანი) ტერიტორიაზე. შესაძლებელია კასრი კახის უძველესი სახელწოდება იყოს.

კასრი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ნანგრევების სახით შემორჩენილა კასრის წმინდა სამების ეკლესია, რომელიც მოიხსენიება მაღალაშვილისეული ოთხთავის 1310 წ. მინაწერში. აღნიშნული მინაწერი წარმოადგენს ქურმუხის მთავარეპისკოპოსის, კირილე დონაურის ანდერძს. მასში დაცულია ცნობა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ექვთიმეს XIV ს-ის პირველ ნახევარში სხვა ეკლესია-მონასტრებთან ერთად მოუნახულებია კასრის წმინდა სამების ტაძარიც (ჯანაშვილი 1885: 205, 206; კეკელიძე 1945: 314, 315). დარბაზული ტიპის ტაძარი ნაგები ყოფილა შირიმისა და რიყის კვადრებითა და ფლეთილი ქვით. შემორჩენილა 1,5 მ სიმაღლის კედლები და ნახევარწრიული აფსიდა. ტაძრის მიახლოებითი ზომებია 8X6 მ, კედლის სისქე – 80 სმ. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში შემორჩენილია თაღი, რომელიც შესაძლოა საძვალე ყოფილიყო. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1,5 მ-ზე შეჭრილი ყოფილა აკლდამის მსგავსი ქვის ვიწრო ნაგებობა. აკლდამა გაძარცულია და იქ აღარაფერია დარჩენილი (ჭილაშვილი 1980: 196). ეკლესია 1912 წ. განუახლებია საინგილოში მოღვაწე მღვდელ მ. ყულოშვილს (პაპუაშვილი 2008: 122).
 
ბიბლიოგრაფია: კეკელიძე 1945: 314, 315; პაპუაშვილი 2008: 122; ჭილაშვილი 1980: 196; ქც 1: 243,19;244,15; ჯანაშვილი 1885: 205, 206.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9