კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კატეხი

სოფელი (ქც 1: 295,18).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 295,18), XI ს-ის ისტორიული საბუთი (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26).

მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის მუნიც-ში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკს XI ს-ში აქ დაუარსებია მონასტერი, რომელიც ერთ-ერთ მსხვილ საეკლესიო ცენტრად გადაქცეულა (ქც 1: 295,18). XVIII ს-ში ირან-ოსმალეთის აგრესიისა და დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად კახეთის სამეფოს ჩამოსცილდა აღმოსავლეთი ნაწილი, რომელშიც კატეხიც შედიოდა და ჩამოყალიბდა ჭარ-ბელქნელ ლეკთა ე. წ. უბატონო თემები (პაპუაშვილი2008: 23-46).

კატეხი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: პაპუაშვილი 2008: 23-46; ქც 1: 295,18.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9