კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კაჭიო


(ქც 4: 670,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 670,23), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 200), XVIII ს-ის ოსმალური დოკუმენტი (ოსმალ. დოკ. წყარ. 1987: 149).

მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, ახალქალაქის პლატოზე, დღევანდელი სოფ. კოჭიოს ტერიტორიაზე.

1595 წ. კაჭიო შედიოდა ხერთვისის ლივაში. სოფელი თურქების სასარგებლოდ იხდიდა 13 000 ახჩას. XVIII ს-ის დასაწყისში სოფელს ფლობდა ვინმე მუსტაფას ძე და შეწერილი ჰქონდა 12 500 ახჩა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 211; ბერძენიშვილი ... 2000: 79, 80).

კაჭიო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფელში დგას თლილი ქვით ნაგები, XI ს-ის დასაწყისის დარბაზული ტიპის ეკლესია. აფსიდა ნახევარწრიულია. ფასადზე სარკმლები და ინტერიერში სვეტისთავები მოჩუქურთმებულია. ეკლესია აშენებულია უფრო ადრეული ეკლესიის ადგილზე (ბერძენიშვილი ... 2000: 79, 80).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი ... 2000: 79, 80; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 200; 1958: 211; ოსმალ. დოკ. წყარ. 1987: 149; ქც 4: 670,23.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9