კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კახნიაური 

სადგური მეფეთა (ქც 4: 761,4).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 747,21,23; 753,8; 761,4; 773,21; 775,1,4), 1737 წ. ლიხთ-იმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 193), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 143). ვახუშტი ბაგრატიონი კახნიაურის შესახებ გადმოგვცემს: გეგუთს „ზეით არს, რიონის კიდეზედ, კახნიაური აღმოსავლით“ (ქც 4: 761,4).

ლოკალიზდება ქუთაისის მახლობლად. ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა არ ხერხდება.

XVIII ს-ში კახნიაური იმერეთის მეფეთა საზამთრო რეზიდენცია ყოფილა (ქც 4: 761,4). კახნიაურში მდგარა პატარა, დანგრეული ციხე (გიულდენშტედტი 1962: 143).
 
ბიბლიოგრაფია: ბურჯანაძე 1959: 193; გიულდენშტედტი 1962: 143; ქც 4: 747,21,23; 753,8; 761,4; 773,21; 775,1,4.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9