კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვი

კვაცხუთი


(ქც 4: 731,17,22, სქ. 1; 753,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 731,17,22,სქ.1; 753,2), 1776 წ. საკათალიკოსო, საეკლესიო და სასოფლო მიწების ნუსხა (დას. საქ. საბ. 1921: 56), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 113, 291).

ვახუშტი ბაგრატიონი კვაცხუთის შესახებ გადმოგვცემს: წყალწითელა „გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩდილოდამ სამხრით. სად მოერთვის ყვირილას, მის ჩდილოთ ერთვის ამ წყალწითელას, კვაცხუთის ზეით მთაში, ცუცხვათის ხევი“ (ქც 4: 753,1-3).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. კვაცხუთის ტერიტორიაზე. იოჰან გიულდენშტედტი კვაცხუთს ონს ქვემოთ, მდ. რიონის მარჯვენა ნაპირის სოფლებს შორის ასახელებდა (გიულდენშტედტი 1962: 291).

1676 წ. არზრუმის ფაშა იდგა კვაცხუთს. 1677 წ. იქ თავი მოჰკვეთეს ასლან-ფაშას (ქც 4: 731,23,24). კვაცხუთი მეფე სოლომონ I-მა (1752-1782) და მისმა ძმამ, კათოლიკოსმა იოსებმა უბოძეს ზაქარია მოძღვარსა და მის შვილს იოსებს (ქც 4: 731,სქ.1). რაჭის საერისთავოს გაუქმების შემდეგ (1769) სოლომონ I-მა რაჭის ერისთავთან ბრძოლაში დახმარებისათვის კვაცხუთი წერეთლებს უბოძა (სოსელია 1981: 86, 87,სქ.29).
კვაცხუთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 12, 26; გიულდენშტედტი 1962: 113, 291; დას. საქ. საბ. 1921: 56; სოსელია 1981: 86, 87,სქ.29; ქც 4: 731,17,22,სქ.1; 753,2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9