(ქც 1: 256,5; ქც 4:797,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: მატიანე ქართლისა (ქც 1:256,5), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 797,6).
კვერცხობის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: თეოდოსი შეება „ბუღა თურქს კვერცხობს სპითა თვისითა“ (ქც 4: 797,6).
კვერცხობი არაა ლოკალიზებული.
პირველად იხსენიება IX ს-ში საქართველოში ბუღა თურქის წინააღმდეგ აფხაზთა მეფის თეოდოსის გამოსვლასთან დაკავშირებით (ქც 1: 256,5). 1685 წ. გიორგი მეფემ კვერცხობი დაუმტკიცა ბეგთაბეგ შანშეან მარტიროზიშვილს (მასალები …საქ. ისტ. გეოგ. 1964: 123).
კვერცხობის შესახებ სხვა წერილობითი, ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემები არ არსებობს.
- ბიბლიოგრაფია: მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 123; ქც 1: 256,5; ქც 4: 797,6.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.