კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვი

კვიტაშვილის ციხე


(ქც 4: 764,3,სქ.1). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:7 64,3,სქ.1).

ვახუშტი ბაგრატიონი კვიტაშვილის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „კრიხულასა და ხოტევის წყლის შესართავს ზეით, ხოტევის წყლის აღმოსავლეთით კიდისა, მაღალს გორას კლდესა ზედა არს ციხე კვიტაშვილისა, ფრიად მაგარი“ (ქც 4: 764,1-3).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, ამბროლაურიდან 8 კმ დაშორებით, მდ. ხოტევისწყლის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. კვირიკეწმიდას (1924-1992 წწ. სოფელს კორტი ეწოდებოდა) ტერიტორიაზე (ბერაძე 1983: 20; ჩაჩხუნაშვილი 1996: 15, 16).

მდ. ხოტევის წყლის ხეობაზე გადიოდა ქვემორაჭისა და იმერეთის დამაკავშირებელი გზა(ბერაძე1983: 41).

კვიტაშვილის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფელში დგას წმინდა კვირიკეს სამნავიანი ბაზილიკა. აქვს ნახევარწრიული აფსიდა, რომელიც ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოდის აღმოსავლეთის ფასადზე. ეკლესია ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის თლილი ქვით. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე ამოკვეთილია XVI-XVII სს-ის წარწერები. ეკლესია თარღიდება X-XI სს-ის მიჯნით. XVI-XVII სს-ში ის განაახლეს (ბერაძე 1983: 130, 131; ბოჭორიძე 1933: 233; ჩაჩხუნაშვილი 1996: 15-25). ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კლდოვან ბორცვზე დგას ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა კოშკი – კვიტაშვილების ციხე. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია (ბოჭორიძე 1933: 232).
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 130, 131; ბოჭორიძე 1933: 232; ქც 4: 764,3,სქ.1; ჩაჩხუნაშვილი 1996: 15-25.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9