დაბა (ქც 4: 781,11).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 781,11), „მესხურ-იმერული დღიური წერილები“ (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 315), ლიხთ იმერეთის 1737 წლის რუკა (ბურჯანაძე 1959: 194), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 53), სპენსერის „მოგზაურობა ჩერქეზეთის, აფხაზეთისა და სამეგრელოს სანაპიროს გასწვრივ“ (სპენსერი 1981: 137).
ვახუშტი ბაგრატიონი კოდორის შესახებ გადმოგვცემს: „მდინარე კოდორი დრანდამდის დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, გამომდინარე კავკასიიდამ ... მოიგო სახელი დაბის კოდორისაგან, რომელ არს დრანდას ზეით, ამ წყალზედ, მთაში“ (ქც 4: 781,9-12).
მდებარეობს გულრიფშის მუნიც-ში, მდ. კოდორის მარჯვენა ნაპირას, ახლანდელ სოფ. კოდორის ტერიტორიაზე.
კოდორი შუა საუკუნეებში ეპისკოპოსთა რეზიდენციაა (გიულდენშტედტი 1964: 53). XVIII ს-ში ის დაბა იყო (ქც 4: 781,11).
სოფ. კოდორი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
მდ. კოდორის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ანასტასიევკასთან ფიქსირებულია აშელისა და მუსტიეს ხანის სადგომის ნაშთები (ვორონოვი 1969: 15). მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ხუპინას მღვიმეში აღმოჩნდა ზედაპალეოლოთური ხანის ნუკლეუსები, ფირფიტები, მიკროლითები, სეგმენტები, სახვრეტები, დათვის, ქურციკის, ჯიხვის, ირმის ძვლები, მეზოლითური პერიოდის ძვლის ჰარპუნები, მაკროლითები, კაჟის ფირფიტები, საფხეკები (სოლოვიოვი 1960: 191-195). მდ. კოდორთან, სოფ. აძიუბჟაში შემთხვევით აღმოჩნდა ანტიკური ხანის ბრინჯაოს სამაჯურები, რკინის შუბისპირები (ვორონოვი 1969: 64). მდინარის მარცხენა ნაპირზე დადასტურებულია ნამოსახლარი, სადაც აღმოჩნდა პითოსების ფრაგმენტები და ახ. წ. III-IV სს-ის მინის ჭურჭლის ნატეხები. ნამოსახლარი ზოგადად რომაული ხანით თარიღდება (ვორონოვი 1969: 64, 65). ნამოსახლარის სამხრეთით მდებარეობს ციხესიმაგრე, რომლისგან ნანგრევებიღა შემორჩა. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2,5-4 მ-ია, სიგანე 2 მ. ნაგებია ლოდებისაგან კირხსნარზე. ციხე რომაული ხანითაა დათარიღებული (ვორონოვი 1969: 64).
- ბიბლიოგრაფია: ბურჯანაძე 1959; გიულდენშტედტი 1964: 53; ვორონოვი 1969: 15, 64, 65; სპენსერი 1981: 137; სოლოვიოვი 1960: 191-195; ქც 4: 781,11.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.