მცირე ქალაქი (ქც 4: 658,13).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 658,13; 674,15,16,17,სქ.3; 735,22), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 111,1).
ვახუშტი ბაგრატიონი კოლას შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკურის კიდის დასავლეთით, არს მცირე ქალაქი კოლა“ (ქც 4: 674,15).
ლოკალიზდება ისტორიულ კოლას მხარეში. ე.თაყაიშვილის მოსაზრებით, ის მდებარეობდა მდ. მტკვრის სათავეში, სოფ. ოკამის მიდამოებში (თაყაიშვილი 1938: 9). კოლა, იგივე გიოლეა, რომელიც მდებარეობს მტკვრის სათავეებთან (გუგუნავა 1996: 27). ის ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.
კოლა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: გუგუნავა 1996:27; თაყაიშვილი 1938:9; მესხია 1983:233; ქც 2:111,1; ქც 4:658,13; 674,15,16,17,სქ.3; 735,22; ჭილაშვილი 1968:93.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.