სოფელი (ქც 4: 542,6,8; 547,2).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 542,6,8; 547,2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 492; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; 1953: 274; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 409; 1972: 216, 653; 1974: 648; 1981: 59, 742, 1985: 487, 661, 662), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 41-43, 263).
ვახუშტი ბაგრატიონი კონდოლის შესახებ გადმოგვცემს: „ბოდბეს ... ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ქისიყისა ვიდრე კონდოლამდე... და არიან სადროშონი მისნი ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე“ (ქც 4: 542,6-8).
მდებარეობს თელავის მუნიც-ში, თელავიდან 6 კმ-ის დაშორებით, მდ. კისისხევის მარცხენა ნაპირას, თანამედროვე სოფ. კონდოლის ტერიტორიაზე.
XVII-XVIII სს-ში ეკუთვნოდა ალავერდის ტაძარს (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 312). კონდოლში ყმები ჰყავდათ ანდრონიკაშვილებს (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; 1953: 274).
კონდოლი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფლიდან ჩრდილოეთით, გზის პირას, დგას იოანე ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა (19,5X9,5 მ). ნაგებია რიყის ქვით. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია სვეტების ორი რიგით. ცენტრალური ნავის აფსიდა ნალისებურია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ნაგებობა შეკეთებულია XVII და XIX სს-ში. თარიღდება VI ს-ის დასაწყისით (ჩუბინაშვილი 1959: 68, 69). ეკლესიის მახლობლად კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 68; გიულდენშტედტი 1964: 41-43, 263; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; 1953: 274; ქრონიკები 1897: 492; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 409; 1972: 216, 653; 1974: 648; 1981: 59, 742, 1985: 487, 661, 662; ქც 4: 542,6,8; 547,2; ჩუბინაშვილი 1959: 68, 69; ჯაბუა 1985: 37-41.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.