კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოდ კოლ კონ კორ კოხ კოჯ

კორტანეთი


(ქც 4: 662,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 662,2), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 272), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 68), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1934: 10), 1697 წ. ერეკლე I-ის (1688-1703) სიგელი (აბულაძე 1983: 79, 97), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (1986: 45), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 21, 332), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177, 219).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, მდ. მტკვრის ნაპირზე, ბორჯომიდან 9 კმ-ის დაშორებით, ყვიბისის ჩრდილოეთით.

ოსმალთა მიერ დაპყრობილი სამცხე-საათაბაგოსთვის 1595 წ. შედგენილი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, სოფ. კორტანეთი შედიოდა პეტრეს ლივაში – თურქულ სამმართველო ოლქში და შეწერილი ჰქონდა 11 000 ახჩა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 493). 1609 წ. ქართლში შემოჭრილ ყირიმელ თათრებს კორტანეთთან გზა მოუჭრა გიორგი სააკაძემ (ცხოვრება ... 1980: 68; ტფილელი 1934: 10). 1697 წ. ქართლის მეფე ერეკლე I-მა ზაალ ავალიშვილსა და მის შვილებს სიგელით დაუმტკიცა ქავთარაძეების მამული ნეძვსა და კორტანეთში (აბულაძე 1983: 79, 97).

კორტანეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: აბულაძე 1983: 79, 97; ბაგრატიონი 1986: 45; ბაქრაძე 1878: 81; გიულდენშტედტი 1962: 177, 219; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 21, 332; 1958: 493; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 272; ტფილელი 1934: 10; ქც 4: 662,21; ცხოვრება ... 1980: 68.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9