დაბა (ქც 4: 763,15).
იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 763,15,17; 764,12,18).
მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს.
კრიხი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფლის განაპირას აღმართულია X ს-ის მთავარანგელოზის ეკლესია (ბერაძე 1982: 132, 133; ბოჭორიძე 1996: 157-165). ტაძარი მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმებით (ცინცაძე 1963: 57-102). შემონახულია ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია (ვირსალაძე 1966: 15-17; პრივალოვა 1995: 9-26).
- ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1982: 132, 133; ბოჭორიძე 1996: 157-165; ვირსალაძე 1966: 15-17; პრივალოვა 1995: 9-26; ქც 4: 763,15; 764,12,18; ცინცაძე 1963: 57-102.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.