კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუე კულ კუმ

კულბითი 

ციხე (ქც 4: 369,14,15,21,23).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 369,14,15,21,23; 843,23, 844,19), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 295,15), XI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 185; 1897: 33; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22, 191, 990; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 48; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 69; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 107, 137; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 129), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 40), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 44, 199, 200), სეხნია ჩხეიძის „საქართველოს ცხოვრება“ (ჩხეიძე 1913: 51), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 277).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „არბო-წმიდის ზეით ერთვის პატარა ლიახუს აღმოსავლიდამ მერის-ხევი. ამ ხევზე აღმოსავლით არს ორბოძლის მთის კალთასა ზედა, კულბითის ციხე. კულბითს ქუეით მოერთის ამ ხევს ლაფაჩების ხევი“ (ქც 4: 369,12-16).

მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, მდ. პატარა ლიახვის ხეობაში, სადაც ლიახვს ერთვის მერიისა და ლაფაჩების ხევი, თანამედროვე სოფ. კულბითის ტერიტორიაზე (გიულდენშტედტი 1962: 277; მაკალათია 1971: 17; გვასალია 1982: 50).

წყარებში პირველად იხსენიება XI ს-ში (ქრონიკები 1897: 33). XVIII ს-ში ქსნის საერისთავოშია და შედის ზემო ქართლის სადროშოში (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 48; გვრიტიშვილი 1955: 322). 1737 წ. კულბითის ციხე დაარბია სეფი ხანმა (ჩხეიძე 1913: 51; ორბელიანი 1981: 94). წყაროებში მოხსენიებულია „კურბითის“ სახელითაც (ქართ. სამართ. ძეგ.1970: 22; ქართ. ისტ. საბუთ. კორ.1984: 26).

კულბითი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აქ შემორჩენილია ეკლესია და ციხე. მარიამ ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია (7,3X5,2 მ) ნაგებია ტუფისა და ფიქალი ქვისაგან. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთი ფასადი შემკულია ჯვრის, ადამიანისა და ცხოველების პრიმიტიული გამოსახულებებით. აღმოსავლეთის ფასადზე ჯვრის გამოსახულებაა. თარიღდება X ს-ით (გვასალია 1982: 50).

ციხე მდებარეობს ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით (ფართობი დაახ. 0.5 ჰა). ციხიდან ნანგრევებია შემორჩენილი (მაკალათია 1971: 65, 66; გვასალია 1982: 50).
 
ბიბლიოგაფია: ბაგრატიონი 1986: 40; ბერძენიშვილი 1967: 221, 283, 287; გვასალია 1967: 51; 1982: 37, 50; 1983: 19, 78; გვრიტიშვილი 1955: 322; გიულდენშტედტი 1962: 277; მაკალათია 1971: 17, 63; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 107, 137; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 129; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 193; ორბელიანი 1981: 199, 200; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 48; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 69; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 191, 265, 990; ქრონიკები 1892: 185; 1897: 33; ქც 1: 195,15; ქც 4:369,14,15,21,23; ჩხეიძე 1913: 51; ხარაძე 1992: 138.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9