კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუე კულ კუმ

კუმისი

დაბა (ქც 4: 328,21,24,26).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 325,5; 328,20,21,-24,26, 329,2; 333,25; 388,5; 398, სქ. 1), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 344,12; 484,18), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 4, 142, 146, 147, 148; საქ. სიძ. 1909: 406, 408, 411; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 137, 249, 251, 252; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 129; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1967: 179, 180; 1974: 161; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 99; 1981: 254; 1985: 390, 392, 393, 395), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 2), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 129,29), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 70, 129, 131, 235), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 67, 85, 93, 239, 273).

ვახუშტი ბაგრატიონი კუმისის შესახებ გადმოგვცემს: „ხოშაგერმას იქით, არს ობის-ციხე ... ამის ჩდილოთ კერძ ტბა კუმისისა ... ამ ტბის დასავლით არს კუმისი, დაბა დიდი“ (ქც 4: 328,18-22).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. კუმისის ტერიტორიაზე (ბაგრატიონი დავით 1941: 2; გუილდენშტედტი 1962: 239).

წყაროებში პირველად იხსენიება XV ს-ში. 1462 წ. ქართველებმა კუმისთან დაამარცხეს თურქმანთა ჯარი ხალილ ბეგის მეთაურობით (ქც 2: 344,11). 1657 წ. კუმისი როსტომ მეფემ (1633-1658) ელიზბარ და ზურაბ სოლოღაშვილებს უბოძა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 129). XVIII ს-ში კუმისი შედიოდა ქვემო ქართლის მეწინავე სადროშოში (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 4, 142, 146). კუმისზე გადიოდა თბილისიდან მარნეულისაკენ და შემდეგ ხუნანისაკენ მიმავალი გზა (ბერძენიშვილი 1966: 115).

კუმისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აქ შემორჩენილია XIX ს-ის სამების ეკლესია და შუა საუკუნეების კოშკი.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 46; ბაგრატიონი 1986: 47; ბაგრატიონი დავით 1941: 2; ბერძენიშვილი 1979: 7, 8; ბერძენიშვილი 1966: 115; გიულდენშტედტი 1962: 67, 85, 93, 239, 273; დადიანი 1962: 129,29; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 137, 249, 251, 252; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 129; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 4, 142, 146, 147, 148; მესხია 1986: 114; ორბელიანი 1981: 70, 129, 131, 235; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 179, 180; 1974: 161; საქ. სიძ. 1909: 406, 408, 411, 510; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 99; 1981: 254; 1985: 390, 392, 393, 395; ქც 2: 344,12; 484,18; ქც 4: 325,5; 328,19,21,24,26; 329,2; 333,25; 388,5; 398, სქ. 1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9