აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
არა არბ არე არმ არუ არქ არღ არყ არშ არწ

არქევანი 

ქალაქი (ქც 4: 310,სქ.2; 311,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:3 10, სქ. 2; 311,1), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 57), „ქალაქნი საქართველოსანი“ (ქართ. ხელნაწ. აღწ. 1949: 30), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 23; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 160, 522), უხტანესის „ისტორია“ (უხტანესი 1975: 25, 66-67, 88).

ვახუშტი ბაგრატიონი არქევანის შესახებ გადმოგვცემს: „ჭაპალის ჩდილოთ, ქციის კბოდეზედ, არს არქევანი. ამას ეწოდა ქაოზიანი, სადაც არს დიდ-დიდნი ნაშენებნი. ესევე არს გაჩიანი“ (ქც 4: 311,1,2). „ხოლო არქევანი პირველ იყო გაჩიანი და სანადირო ქალაქი, მერმე ქაოზიანი“ (ქც 4: 310,სქ.2).

არქევანის ზუსტი ლოკალიზაცია არ ხერხდება. ვახუშტი ბაგრატიონის რუკის მიხედვით არქევანი მდ. ფოლადაურ-მაშავერასა და მაშავერა-ქციის შესართავთა შორისაა. აქ სოფელ ქუჩულოსთან 2-3 კმ-ზე არის ციხისა და სხვა შენობათა ნანგრევები (ბერძენიშვილი 1964: 39-41). არქევანი-გაჩიანი-სანადირო, იგივე ქალაქი ქაოზიანი მდებარეობს მდ. ქციის მარჯვენა ნაპირზე, დურღაის აღმოსავლეთით, მოლის ობის დასავლეთით (ლორთქიფანიძე 1938: 304, 338). 1923 წ. საქართველოს ისტორიულ რუკაზე არქევანი აღნიშნულია მდ. ქციის მარჯვენა ნაპირზე, ჭაპალას ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით (საქ. ისტ. რუკა 1923).

არქევანი – მცირე ქალაქი დააარსა ქართლოსმა (ქართ. ხელნაწ. აღწ. 1949: 30). ქალაქი სხვადასხვა დროს განსხვავებული სახელით იხსენიებოდა (ქც 1: 8,23; 9,2; 27,19; 24,15; 25,18; 332,3; ქც 4: 310, სქ. 2; უხტანესი 1975: 25, 66, 67, 88). წყაროებში არქევანად ის იხსენიება XVII ს-დან (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 23; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 160). 1721 წ. აღწერის მიხედვით არქევანად ამილახორის საბატონო ორი სოფელია მოხსენიებული (ლორთქიფანიძე 1935: 122, 269). იოანე ბაგრატიონი არქევანს შულავერის ხეობის სოფლების სიაში იხსენიებდა (ბაგრატიონი 1986: 57). XIX ს-ის დასაწყისში იხსენიება არექვანის მხარე და ციხე (აქტები ... 1873: 599, 600).

არქევანის სავარაუდო ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: აქტები ... 1873: 597-601, 698, 699, 702, 708, 712, 718; ბაგრატიონი 1986: 57; ბერძენიშვილი 1964: 5-50; ლორთქიფანიძე 1935: 6, 265, 269; 1938: 62, 122, 304, 325; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 23; საქ. ისტ. რუკა 1923; უხტანესი 1975: 14, 25, 67, 89; ქც 1: 8,23; 9,2; 27,19; 24,15; 25,18; 332,3; ქც 4:310, სქ.2’ 311,1; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 160, 522; ქართ. ხელნაწ. აღწ. 1949: 30.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9