ლა ლე ლი ლო ლუ
ლაგ ლალ ლან ლარ ლას ლაშ

ლაგოდეხი

ლაკუათი, ლაგოეთი (ქც 1: 295, 17; ქც 4: 544,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 295, 17), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 544,1), XI ს-ის ისტორიული საბუთი (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984:26).

ლაგოდეხში ციხესიმაგრე აუგია არჩილს (ქც 4: 544,1). XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი, რომელიც დაარსა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ I-მა. „კათოლიკოს-პატრიაქმან მელქისედეკ მოიგო ... ჰერეთს მონასტერი დიდითა ძალითა და ლაგოდეხი“ (ქც 1: 295,17; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984:26). ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით: ტრაწაყალის ციხის ზევით, ჩრდილოეთით „ველსა ზედა“ არის „ციხე ლაკუათისა ... მეფის არჩილისაგან ქმნული, და აწ ლაგოეთად წოდებული; მაგარი, დიდშენი, გარნა აწ ოხერი“ (ქც 4: 543,22, 544,1,2).

მდებარეობს ისტორიულ ჰერეთში, წარმოადგენს რაიონულ ცენტრს.

1937 წ ლაგოდეხის მიდამოებში აღმოჩნდა ომეიდური დირჰემი, მოჭრილი ბარსაში 718/19 წლებში (ჯალაღანია 1979: 47).

ლაგოდეხი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984:26; ქც 1: 295, 17; ქც 4: 544,1; ჯალაღანია1979: 47.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9