ლა ლე ლი ლო ლუ
ლაგ ლალ ლან ლარ ლას ლაშ

ლალისყური

ციხე (ქც 4: 548,17; 549,21; 618,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 548,17; 549,21; 618,22), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 57, 61, 243), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 361; 1977: 70; 1985: 312), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 70), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 84), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 33, 35, 37, 263), კ. კოხის „ბრძოლის ველზე გასვლა“ (კოხი 1981: 248).

ვახუშტი ბაგრატიონი ლალისყურის შესახებ გადმოგვცემს: სადაც მიერთვის შტორის „ხევი ალაზანს, მუნ არს ლალისყურის ციხე“ (ქც 4: 548,16,17).

მდებარეობს თელავის მუნიც-ში, ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარცხენა შენაკად სტორის (შტორის) მარჯვენა ნაპირას, თანამედროვე სოფ. ლალისყურის ტერიტორიაზე.

ლალისყური არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ლალისყურის ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II-მ (იმამ-ყულიხანმა) (1703-1722). ციხე დგას სოფელში. გეგმით კვადრატულია. ნაგებია რიყის ქვით. კედლების სიმაღლე 4-5 მ-ს არ აღემატებოდა. კედლების ზედა ნაწილს გასდევს ხის კოჭებზე დაყრდნობილი საბრძოლო ბილიკი. გალავნის კარიბჭე სამხრეთ კედელშია. ციხის კუთხეებში წრიული, მათ შორის კი ნახევარწრიული კოშკებია განლაგებული (ზაქარაია 1962: 45). ციხის შიგნით დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც დასავლეთით სამრეკლო აქვს მიდგმული. სამრეკლოს პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა, მეორეზე საცხოვრებელი იყო, მესამეზე – ფანჩატური. XIX ს-ში ჩოლოყაშვილებმა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სასახლე ჩადგეს და ამ კუთხის კოშკი საცხოვრებლად გადააკეთეს.

სოფლის მახლობლად შემორჩენილია წყაროსთავის წმიდა გიორგის სახ. ეკლესია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 84; ბაგრატიონი 1986: 70; გიულდენშტედტი 1962: 33, 35, 37, 263; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 331; ზაქარაია 1962: 45; კოხი 1981: 248; ორბელიანი 1981: 57, 61, 243; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 361; 1977: 70; 1985: 312; ქც 4: 548,17; 549,21; 618,22; ჩუბინაშვილი 1959: 32; ჯღამაია 1980: 42.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9