ლა ლე ლი ლო ლუ
ლაგ ლალ ლან ლარ ლას ლაშ

ლასტის ციხე


(ქც 4: 329,14). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 329,14).

ვახუშტი ბაგრატიონი ლასტის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ვერეს ... ხევის თავს, მთაში, ჩდილოთკენ, არს ციხე ლასტისა“ (ქც 4: 329,14).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, ვერეს ხევის სათავეში.

გადმოცემის თანახმად, ლასტის ციხე აუგიათ დიდგორის ბრძოლაში (1121 წ.) დატყვევებულთათვის, რადგან არსებულ ციხეებს ისინი ვეღარ დაუტევია. შუა საუკუნეებში ლასტის ციხესთან გადიოდა ე. წ. „სამცხეთო გზა.“ ციხის ადგილას შემორჩენილია წმინდა სამების ეკლესიის ნანგრევები (თოდრია 1983: 134).

ლასტის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: თოდრია 1983: 134; ქც 4: 329,14.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9