ლა ლე ლი ლო ლუ
ლენ

ლენტეხი


(ქც 2: 349,18). იხსენიება ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტში (ქც 2: 349,18).

მდებარეობს ქვემო სვანეთში. წარმოადგენს რაიონულ ცენტრს.

საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ ლენტეხი მოექცა იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში.

1980-1981 წწ. ლენტეხის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სვანეთის ექსპედიციამ (ხელმძღ. შ. ჩართოლანი). ციხეზე გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა – ძირითადად ჩიბუხები. აგრეთვე XVII-XVIII სს-ით დათარიღებული სამი უინვენტარო სამარხი (ჩართოლანი ... 1984: 38-39).
 
ბიბლიოგრაფია: ქც 2: 349,18; ჩართოლანი ... 1984: 38-39.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9