სოფელი (ქც 2: 409,13,14,სქ.4).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 409,14), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 11, 70; 1981: 671: 1985: 217; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 11, 12; ქართულ-სპარსული 1955: 90, 92, 121, 319).
მდებარეობს ქ. თბილისის სამხრეთ-დასვლეთით 10 კმ-ზე. XVII ს-ის ოციან წლებში გიორგი სააკაძის სამოურავო სოფელი იყო.
ლისში და მის სიახლოვეს შემორჩენილია წმინდა ესტატესა და წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიები, რომლებიც XVII-XVIII სს-ს მიეკუთვნება. წმინდა გიორგის ეკლესიის სიახლოვეს არის ნამოსახლარი და სამაროვანი (შმერლინგი, დოლიძე 1960: 79, 80).
ლისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 11, 12; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 11, 70; 1981: 671: 1985: 217; ქართულ-სპარსული 1955: 90, 92, 121, 319; ქც 2: 409,14; შმერლინგი, დოლიძე 1960: 79, 80.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.