ლა ლე ლი ლო ლუ
ლომ ლორ ლოწ ლოჭ

ლომსიათი

ციხე (ქც 4: 132,8).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 132,8; 658,1; 663,21,23; 668,17, სქ. 1; 772,10), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 261,10), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 144,31).

ლოკალიზდება ქ. ახალციხის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდ. ოძრხის წყლის სამხრეთით (ჯავახიშვილი 1965: 57).

წყაროებში მოიხსენიება „ლომსიანთას“ სახელითაც (ქც 1: 261,10). ლომსიათის ციხე IX ს-ში აუშენებია გუარამ მამფალს (ქც 1: 261,10). ციხის აღება უცდია მის შვილს ნასრს, რომლისთვისაც ჯარი ბაგრატ III-ს (975-1014) მიუცია, მაგრამ დამარცხებულა (ჯავახიშვილი 1965: 102; ბერძენიშვილი 1966: 97). მკვლევართა ვარაუდით, „ლომსიათი“ ქალაქ ახალციხის ადრინდელი სახელია. XI-XII სს-ში „ლომსიათი“ „ახალციხემ“ შეცვალა (აფრასიძე 1974: 182; მესხია 1983: 90).
 
ბიბლიოგრაფია: აფრასიძე 1974: 182; ბერძენიშვილი 1964: 226; 1966: 97; 1975: 73, 74, 648; დადიანი 1962: 144; ზაქარაია 1977: 39; ლომსაძე 1975: 448; მესხია 1983: 90; ქც 1: 261,10; ქც 4: 132,8; 658,1; 663,21,23; 668,17,სქ.1; 772,10; ჯავახიშვილი 1965: 57, 102.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9