მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მარაბდა


(ქც 4: 38,4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 38,4, სქ. 1; 431,27, სქ. 3; 446,12; 591,17; 725,9), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 314,6), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 48), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 210), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 446; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 169, 170; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 24, 34, 203, 204, 405; 1981: 160, 161, 640; 1985: 816; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 137; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 301, 826; 1953: 37, 74, 132; საქ. სიძ. 1920: 291, 390; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 252; 1953: 224; 1955: 76, 124, 241, 252, 256, 346; აქტები ... 1866: 461), ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ (მუნში 1969: 126).

ვახუშტი ბაგრატიონი მარაბდას ახსენებს 1625 წ. ქართველებსა და სპარსელებს შორის მომხდარ ბრძოლასთან დაკავშირებით (ქც 4: 38,4, სქ. 1, 431,27, სქ. 3, 446,12, 591,17, 725,9).

მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიც-ში, მდ. ალგეთის მარცხენა მხარეზე, ძველი მარაბდის ტერიტორიაზე, ასურეთის ხევის აღმოსავლეთით, ჭანდრის დასავლეთით (ლორთქიფანიძე 1938: 325, 326).

1072 წ. მარაბდაში ბაგრატ IV (1027-1072) დასნეულდა და გარდაიცვალა. 1536 წ. საბუთით მარაბდა იოთამ ბარათაშვილის საკუთრებაა. 1625 წ. ივლისში მარაბდასთან გაიმართა ბრძოლა სპარსეთისა და საქართველოს ლაშქარს შორის, რომელშიც ქართველები დამარცხდნენ. იოანე ბაგრატიონი მარაბდას ბოგვის ხევის სიაში ასახელებს (ბაგრატიონი 1986: 47). 1543 წ. საბუთით მარაბდა ნასოფლარია (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 137). 1721 წ. აღწერით მარაბდაში 4 მებატონე, 2 მემამულე, 12 გამომღები, 5 ბოგანო და 1 აყრილი ყმაა (ლორთქიფანიძე 1938: 325, 326). 1751 წ. მარაბდასთან თეიმურაზ II-მ (1744-1762) და ერეკლე II-მ (1744-1798) დაამარცხეს ლეკთა ჯარი (ორბელიანი 1981: 210; ბაგრატიონი 1983: 48). მარაბდაზე გავლით თბილისიდან გზა გადიოდა წინწყარო-სამშვილდეზე. მოკლე გზით – ნახიდურზე (ბერძენიშვილი 1966: 74, 76). სოღანლუღზე გავლით, მარაბდის ხიდით გზა გადაივლიდა ალგეთს (ბერძენიშვილი 1966: 115).

მარაბდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფ. ძველი მარაბდის განაპირას დგას წმინდა მარინეს XVI-XVII სს-ის ეკლესია. გადმოცემით მის მახლობლად დაკრძალულია ცხრა ძმა ხერხეულიძე.
 
ბიბლიოგრაფია: აქტები ... 1866: 461, 764; ბაგრატიონი 1983: 48; ბაგრატიონი 1986: 47; ბერძენიშვილი 1964: 40, 308, 317; 1966: 23, 53, 71, 72, 76, 115; გვრიტიშვილი 1955: 134, 139, 371, 401, 451; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 301, 826; 1953: 37, 74, 132; ლორთქიფანიძე 1935: 329-233, 386; 1938: 159, 349; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 137; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 252; 1953: 124, 224, 256; 1955: 76, 124, 241, 252, 256, 346; მუნში 1969: 282, 309; ორბელიანი 1981: 210; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 169, 170; საქ. სიძ. 1920: 291, 390; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 24, 34, 203, 204, 405; 1981: 160, 161, 640; 1985: 816; ქრონიკები 1897: 446; ქც 1: 314,6; ქც 4: 38,4, სქ. 1; 431,27, სქ. 3; 446,12; 591,17; 725,9.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9